воскресенье, 30 апреля 2017 г.

მეოთხე დღის რეფლექსია

დღეს 30 აპრილია,ტრენინგის მეოთხე დღე.გადავედით მეორე მოდულის მესამე აქტივობაზე.განვიხილეთ შეფასების სხვადასხვა მეთოდიმოსწავლეზე ორიენტირებული შეფასების ფორმებს როგორ გამოვიყენებთ სასწავლო პროექტში.შევავსეთ შეფასების დროის ჩარჩო,ვიმუშავეთ პროექტის გეგმაზე. გავუზიარეთ ერთმანეთს შეხედულებები. მივიღეთ საშინაო დავალებები.დღემ ნაყოფიერად ჩაიარა.

суббота, 29 апреля 2017 г.

მესამე დღის რეფლექსია

დღეს ვისაუბრეთ მეორე  მოდულის ორ აქტივობაზე, სტანდარტების გათვალისწინება და მიმართულების მიმცემი საკვანძო კითხვების ფორმულირება,რომლებიც ხელს შეუწყობს მოსწავლეთ ა   ჩართულობას. გავარჩიეთ ერთმანეთისაგან ზოგადი,თემატური და   შინაარსობრივი კითხვები. გავეცანით მიმართლების მიმცემი კითხვების ნიმუშებს. ვიმუშავეთ, შევავსეთ პროექტის გეგმის უჯრები.ჩამოვაყალიბეთ თემა,მიზნები, სტანდარტები. მოვინიშნეთ სამუშაოდ კითხვები,ღომელიც დაგვეხმარება საშინაო დავალების  შესრულებაში.

воскресенье, 23 апреля 2017 г.

მეორე დღის რეფლექსია

დღეს  გავეცანით  და    განვიხილეთ პირველი მოდულის ბოლო აქტივობები.გავიგეთ თუ როგორ ხდება  ბუკლეტების შექმნა. დასურათება,წარწერების გაკეთება.ვისაუბრეთ რესურსების სხვადასხვა ტიპზე. ვნახეთ  პროექტის ნიმუშები,  გეგმები.გავიხსენეთ  ვორდში  მუშაობა... ტრენერისაგან  მივიღეთ საშინაო დავალება. დღეს ნაყოფიერად  და   სახალისოდ  ვიმუშავეთ.

суббота, 22 апреля 2017 г.

პირველი დღის რეფლექსია

დღეს ტრენინგის პირველი დღეა.გავიცანით ერთმანეთი.დავიწყეთ ვიუვერის სახელმძღვანელოს შინაარსზე მუშაობა და რესურსები. განვიხილეთ პირველი მოდულის რამდენიმე აქტივობა.შევქმენით ახალი საქაღალდეები, შევინახეთ თითოეული რესურსი საქაღალდეში.. გავეცანით პროექტის გეგმას და შეფასების რუბრიკას. განვიხილეთ თუ როგორ უნდა გავხსნათ ბლოგი, როგორ  შევიდეთ,წავიკითხოთ წერილები                             .     საინტერესო  და მნიშვნელოვანი იყო ტრენინგი.ტრენერი გასაგებად გვიხსნიდა აღნიშნულ საკითხებს.ამ მოდულმა გარკვეული თვალსაზრისით დამაფიქრა .მიღებულ ცოდნას მნიშვნელოვნად გამოვიყენებ სასწავლო პროცესში.