суббота, 27 мая 2017 г.

მეცხრე დღის რეფლექსია

27 მაისი,ტრენინგის ბოლო დღე. გავიმეორეთ და განვამტკიცეთ ,თუ როგორ გამოვაქვეყნოთ ნამუშევრები ბლოგზე. გავაკეთეთ ჩვენი ნამუშევრების პრეზენტაცია,მოვუსმინეთ ყურადღებით ერთმანეთს,მივეცით მეგობრული რჩევები,ყურადღება გავამახვილეთ  პროექტის დადებით მხარეებზე,ასევე გავითვალისწინოთ ის სირთულეებიც,რომელიც შეიძლება შეგვხვდეს პროექტის დაწყებიდან  დასრულებამდე.
    ინტელის ტრენინგის სრული კურსი ძალიან საინტერესოდ წარიმართა.შევისწავლეთ ისეთი რამეები,რომლებიც აქამდე ჩემთვის იყო ბუნდოვანი
     ქალბატონო შორენა,დიდი მადლობა შრომატევადი და ნაყოფიერი მუშაობისათვის.

суббота, 13 мая 2017 г.

მერვე დღის რეფლექსია

გამოკითხვის ფორმა



14 მაისი  ტრენინგის მერვე დღე. დღეს განვიხილეთ მეშვიდე მოდული: ფასილიტაცია ტექნოლოგიებით. გავეცანით ფასილიტაციის ნიმუშებს რესურსებში. ვიმუშავეთ  თუ როგორ უნდა შევადგინოთ და გავავრცელოთ ელექტრონული კითხვარები,შევინახეთ Word ფაილში და გამოვაქვეყნეთ ბლოგზე.შევისწავლეთ  როგორ გამოვიყენოთ და დავდოთ სურათები , ანიმაციები და ტექსტები ბლოგზე. მივიღეთ საშინაო დავალება:შევდივართ მონაწილეთა ბლოგებზე და ვუკეთებთ ერთმანეთს კომენტარებს.

მეშვიდე დღის რეფლექსია

მოსწავლის პრეზენტაცია

პროექტის გეგმა

პროექტის გეგმის შაბლონი


დღეს ტრენინგის მეშვიდე დღეა.დავათვალიერეთ და განვიხილეთ საშინაო დავალებები.გავეცანით მეექვსე მოდულს.თანამიმდევრობით დავალაგეთ პრეზენტაციის სლაიდები, გავუზიარეთ აზრები და მივეცით რჩევები ერთმანეთს.შევავსეთ პროექტის გეგმებში გრაფები,თუ რა დავალებებს მივცემთ სსმ შესაძლებლობის, არაქართულეროვანსა და ნიჭიერ  მოსწავლეებს.ვიმუშავეთ დრაივში და გამოვაქვეყნეთ ბლოგზე  მოსწავლის პრეზენტაცია,პროცედურები და პროექტის გეგმის შაბლონი.ეს ყველაფერი გავაკეთეთ ჯერ ტრენერის დახმარებით,შემდეგ კი დადოუკიდებლად.დღემ საინტერესოდ ჩაიარა.

воскресенье, 7 мая 2017 г.

მეექვსე დღის რეფლექსია

7 მაისი ტრენინგის მეექვსე დღეა. განვიხილეთ მეხუთე მოდული,მოსწავლეთა პროექტების შეფასების რუბრიკებს გავეცანით,ასევე პრეზენტაციის რუბრიკებზე ვიმუშავეთ.გავიხსენეთ ,,power point'', ვიმუშავეთ სლაიდებზე,დიაგრამების შედგენაზე,შევავსეთ ბუკლეტები,ჩავინიშნეთ შესასრულებელი დავალება.უნდა გავაკეთოთ მოსწავლის პრეზენტაცია სლაიდებზე და გადმოვაგზავნოთ.

суббота, 6 мая 2017 г.

მეხუთე დღის რეფლექსია

 განვიხილეთ მესამე მოდული,კავშირები.თუ როგორ უნდა გამოვიყენოთ სოციალური ქსელები სასწავლო პროექტებში,კვლევა ინტერნეტის საშვალებით,ელექტრონული კითხვარების გამოყენება გაკვეთილზე.ვისწავლეთ ბლოგზე კომენტარის გაკეთება,დრაივში მუშაობა. განვიხილეთსაავტორო უფლებების გაცნობიერება. თემის შესაფერისი სურათები შევინახეთ და შევავსეთ  საავტორო უფლებები. მივიღეთ საშინაო დავალება.